ლიბანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლიბანი მზად არის სამხრეთ ნაწილში ქვეყნის შეიარაღებული ძალები განალაგოს
ლიბანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლიბანი მზად არის სამხრეთ ნაწილში ქვეყნის შეიარაღებული ძალები განალაგოს. როგორც ნაჯიბ მიკათიმ აღნიშნა, ოფიციალური ბეირუთი მზადაა სრულად შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს 2006 წლის რეზოლუცია, რომლის მიზანიც ლიბანის სამხრეთში, მდინარე ლიტანის მიმდებარედ ჰეზბოლას სამხედრო წარმომადგენლობის დასრულებაა.
