„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მარნეულში მართავს
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მარნეულში მართავს. მარნეულის და გარდაბნის დელეგატობის კანდიდატი ზაურ დარგალი, „ქართული ოცნების“ მარნეულის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, წერეთლის, საიმერლოს, ბეგლიარის და დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული აქცენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისაზე გაკეთდა.
