"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. მმართველ პარტიას მხარდაჭერას დღეს ახალქალაქში, ასპინძასა და ქედაში გამოუცხადებენ. მთავარი გზავნილია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. მხარდამჭერი ღონისძიება გუშინ ბათუმში გაიმართა.
