თბილისში 25 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიდა
თბილისში 25 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიდა. ჯამში,დედაქალაქში უკვე 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იქნება. 25 ავტობუსი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება. ავტობუსების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველაზე სწრაფი.
