საიამ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში არსებული დარღვევების შესახებ მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა
საიამ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში არსებული დარღვევების შესახებ მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, თუმცა მათ ანგარიშში ვერ მოხვდა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში წყალტუბოში "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლის ზემოქმედებისა და შეურაცხყოფის შედეგად, "ქართული ოცნების" წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალება. ასევე, ორგანიზაციის ანგარიშში არ არის ინფორმაცია, რომელზეც მმართველი გუნდი საუბრობს და რომლის თანახმადაც, არჩევნებზე რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 53 პროცენტი წარმოადგენს მხარეს და ოპოზიციის ღია მხარდამჭერია.
