26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამ მონაცემებით 34 საერთაშორისო და 55 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამ მონაცემებით 34 საერთაშორისო და 55 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა განკარგულების პროექტები საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ. კომისიამ მხარი დაუჭირა დამატებით ხუთი საერთაშორისო და 6 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის პროცესში ჩართვას, ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფის რეგისტრაცია კი გაუქმდა.
