სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ვიზიტებს კონსტიტუციის დარღვევით ისევ განაგრძობს
სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ვიზიტებს კონსტიტუციის დარღვევით ისევ განაგრძობს. ბოლო შეხვედრა ზურაბიშვილმა ბერლინში გერმანიის პრეზიდენტთან გამართა, მანამდე ის დიასპორას შეხვდა და წინასწარ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა. შეხვედრას მიხაილ როთიც ესწრებოდა, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და აქტიურად აპიარებდა შეხვედრას. მმართველი გუნდი პრეზიდენტის ქმედებებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.
