უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ფრონტის ხაზზე 160-მდე შეტაკება მოხდა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ფრონტის ხაზზე 160-მდე შეტაკება მოხდა. რუსეთი უკრაინულ პოზიციებს ათი მიმართულებით უტევს. უკრაინის არმიის მესამე შეტევითი ბრიგადის ხელმძღვანელობა ფრონტზე ოკუპანტის წინსვლას ადასტურებს, ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, მაქსიმ ჟორინმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ რუსეთის არმია დონბასში დიდ ქალაქებს უახლოვდება. ფრონტზე ინტენსიური ბრძოლების პარალელურად, ოკუპანტი ძალებს იკრებს, უკრაინის არმია კი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ნაკლებობას განიცდის.
