CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ირანი შესაძლოა ისრაელს თავს დაესხას
CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ირანი შესაძლოა ისრაელს თავს დაესხას. მედიის ცნობით, ცახალის მიერ ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ერთობლივი თავდაცვისთვის ემზადებიან. როგორც ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად მოკავშირეებთან ერთად მუშაობს.
