მთავრობის გადაწყვეტილებით, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას ფულადი ჯილდო, მილიონი ლარი გადაეცემათ
მთავრობის გადაწყვეტილებით, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას, ფულადი ჯილდო, თითოეულს მილიონი ლარი გადაეცემა. ირაკლი კობახიძე წერს, რომ სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება სჭირდება. მერაბ დვალიშვილი პრემიერს მადლობას უხდის და ამბობს, რომ თანხას სპორტის განვითარებისთვის დახარჯავს.
