26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამ მონაცემებით 38 საერთაშორისო და 56 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამ მონაცემებით 38 საერთაშორისო და 56 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა მიმდინარეობს. კომისიამ განიხილა განკარგულების პროექტები საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ. 30 სექტემბერს კომისიამ მხარი დაუჭირა დამატებით 5 საერთაშორისო და 4 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის პროცესში ჩართვას, ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფის რეგისტრაცია კი გაუქმდა.
