თბილისში 25 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიდა
თბილისში 25 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიდა. საერთო ჯამში, უკვე 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იქნება დედაქალაქში. 25 ავტობუსი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება. ავტობუსების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველაზე სწრაფი.
