გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა
გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. „ლევანტემ“ საკუთარ სტადიონზე „ალმერია“ 4:2 დაამარცხა, 25 წლის ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე კი გოლი და საგოლე პასია. გიორგი წიტაიშვილმა კი „გრანადას“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაუტანა. გრანადა „ბურგოსს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. 23 წლის ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე თანაგუნდელები უზუნის პასით დააწინაურა.
