ხვიჩა კვარაცხელიამ, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მე-3 გოლი გაიტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მე-3 გოლი გაიტანა. მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ სტადიონზე „მონცა“ 2:0 დაამარცხა, მეორე ბურთი კი 23 წლის ქართველი ლეგიონერის ანგარიშზეა. ექვსი ტურის შემდეგ 13 ქულით „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია. მომდევნო ტურში კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები საკუთარ სტადიონზე „კომოს“ შეხვდებიან.
