შეერთებულ შტატებში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
შეერთებულ შტატებში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. ქარიშხალმა „ჰელენმა“ ჩრდილოეთ კაროლინის, სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიის, ფლორიდის, ტენესისა და ვირჯინიის შტატებს გადაუარა. სტიქიამ 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ქარიშხალს თან ძლიერი წვიმაც დაერთო, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებული რაიონი დაიტბორა. მწყობრიდან არის გამოსული ელექტროგადამცემი ხაზები. ათობით დასახლებულ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
