სერგეი ლავროვის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
სერგეი ლავროვის განცხადებაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ხელისუფლების თქმით, გზავნილი პოზიტიურია, თუმცა პარალელურად, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა. „ქართული ოცნების“ შერიგების პოლიტიკას უპირისპირდება ოპოზიცია. მეტიც, მათი მხრიდან მოვისმინეთ განცხადებებიც, რომ აფხაზები და ოსები მტრები არიან.
