აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა
წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 12% შეადგინა. 2024 წლის პირველი 8 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10%-ით განისაზღვრა. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
