პორტუგალიის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო მსვლელობები იმართება
პორტუგალიის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო მსვლელობები იმართება. აქციის მონაწილეები უძრავი ქონების შესყიდვისა და ქირის ფასის მატებას აპროტესტებენ. აქცია მოძრაობა „სამართლიანი ცხოვრების“ მიერ არის ორგანიზებული, რომლის წევრებიც აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება ბოლო 2 წლის განმავლობაში მცირედითაც კი არ გაუმჯობესებულა.
