ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის დილის 6 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება. მოსახლეობას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს 183 წევრს ირჩევს, არჩევანის გაკეთება რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიებს შორის უწევს. გახდება თუ არა ულტრა მემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალა, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
