ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება
„ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია აუცილებელი იყო ომის მიზნების მისაღწევად, რომლის მიზანიც იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების ჩრდილოეთ ისრაელში მშვიდობიანად დაბრუნებაა“ - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელის ხელი ყველას მიწვდება, ვინც ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას დაემუქრება.
