ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი თანაგუნდელი და რადას ყოფილი დეპუტატი არტიომ დმიტრუკის განცხადება
ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი თანაგუნდელი და რადას ყოფილი დეპუტატი არტიომ დმიტრუკი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის. ამ თემაზე ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ყოფილი წევრი საკუთარ იუთუბ არხზე საუბრობს. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. „არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში და ანადგურებს მილიონი ადამიანის სიცოცხლეს“,- ამბობს დმიტრუკი.
