„ქართული ოცნების“ წევრები ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ
„ქართული ოცნების“ წევრები ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. აღმაშენებლის გამზირზე, მოსახლეობას პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე შეხვდა და განხორციელებულ პროექტებთან ერთად მიმდინარე საკითხები განიხილა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩუღურეთის მაჟორიტარი საკრებულოში ზურაბ ჩიკვილაძე და ჩუღურეთის გამგებელი დავით მაქაცარია.
