„ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრა კახეთში და მმართველი პარტიის ლიდერების გზავნილები
„ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრა კახეთში და მმართველი პარტიის ლიდერების გზავნილები. შეკრებილ მხარდამჭერებს უთხრეს, რომ ერთ მხარეს არის სტაბილური განვითარება და 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, მეორე მხარეს კი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკით. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დღეს ჩართულები არიან არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა დეტალურად განმარტა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები.
