დმანისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „დმანისობა“ გაიმართა
დმანისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „დმანისობა“ გაიმართა. მოეწყო საგამოფენო, სამკითხველო სივრცეები, გაიმართა საპატიო დმანისელების, პედაგოგების და 2023-24 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიალი. ღონისძიება დაასრულა ჯგუფმა „ურსამ“ საზეიმო კონცერტით.
