სოფელ სართიჭალაში დაახლოებით ხუთას კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სოფელ სართიჭალაში დაახლოებით ხუთას კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოხდა ტერიტორიის გამწვანება, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ველო ბილიკი, სკეიტ პარკი, სატრენაჟორო სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
