ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ბათუმში, საბაგიროდან ევაკუაციის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. სიმულაციური სწავლების სცენარის მიხედვით, ბათუმის საბაგირო გზაზე მოხდა ტექნიკური შეფერხება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა, მგზავრების ევაკუაცია სამაშველო ბატუტის, დრონისა და შესაბამისი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განახორციელეს. სწავლების მიზანს, ტექნოლოგიური ავარიის დროს საბაგიროდან მგზავრების ევაკუაციის დახვეწა წარმოადგენდა.
