„ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მესამე ნაკადის მსმენელებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. პროგრამა ხუთ თვიანია და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მათ შორის, თავდაცვის ძალების ოფიცრები, თავდაცვის უწყების სამოქალაქო ოფისისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამას, ასევე გაივლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ სტუდენტები.
