სერგეი ლავროვის განცხადება
„მოსკოვი მზად არის საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი“- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრეს კონფერენციაზე განაცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, რა სახით და ფორმით შეიძლება მოხდეს შერიგება, ეს მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ ურთიერთობის ნორმალიზების, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის ინტერესი იქნება.
