„ქართული ოცნების“ გზავნილები
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კახეთში შეკრებილ მხარდამჭერებს უთხრეს, რომ ერთ მხარეს არის სტაბილური განვითარება და 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, მეორე მხარეს კი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკით. მათ ისაუბრეს დასავლური ზეწოლის შესახებაც. მმართველი პარტიის ლიდერების შეხვედრა მეფე ერეკლეს მოედანზე გაიმართა.
