ბიძინა ივანიშვილის გზავნილი
„ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ არა კონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი“,- ეს განცხადება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თელავში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა. საპატიო თავმჯდომარემ თქვა, რომ დღეს ჩართულები არიან არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა დეტალურად განმარტა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები.
