მსოფლიო ტურიზმის დღეს აჭარაც შეუერთდა
მსოფლიო ტურიზმის დღეს აჭარაც შეუერთდა. ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართა, რომელშიც ერისიონი, ზვიად ბოლქვაძე და ბენდი, კახუჩელა და ხანუმები მონაწილეობდნენ. მოწყობილი იყო კვების სივრცეებიც, სადაც ვიზიტორებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. დღეს კონცერტი გონიოს ციხე-სიმაგრეში გაიმართება სადაც მსმენელის წინაშე ჯგუფი „რეგიონი“ წარდგება. კონცერტი გაიმართება ქედის ცენტრალურ პარკშიც.