უკრაინის ქალაქ სუმში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
უკრაინის ქალაქ სუმში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. საოკუპაციო ძალების სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქის ქალაქი სლატინო. სარაკეტო დარტყმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
