ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა
ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა. მომსახურების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა. განახლებული მისაღები, სადაც მომსახურების სამი ავტონომიური ფანჯარაა, საშუალებას მისცემს გენერალურ საკონსულოს, მოახდინოს საკონსულო ოლქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი და სწრაფი მომსახურება. ნიუ იორკში გენერალური საკონსულო ამერიკის 25 შტატს აერთიანებს.
