ჯანდაცვის მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
„ჯანდაცვის მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ - ამ თემაზე, საჯარო ლექცია ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. უნივერსიტეტში, მიწვეულ სტუმრებსა და სამედიცინო საზოგადოებას, ამ მიმართულებით, საკუთარი და საერთაშორისო გამოცდილება, სტავანგერის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, რობერტ კროეც ბაუერმა გაუზიარა. ღონისძიება, ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ, სისტემაში, თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის რეგიონულ მნიშვნელობაზე.