ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა თელავში
რა მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას? ამ თემაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამჯერად თელავში შეკრებილ მოქალაქეებს ესაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 26 ოქტომბერს უნდა მოვიშოროთ პოლიტიკური სარკომა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოჯადოებულ წრეზე ვივლით და ამ მოჯადოებულ წრეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელის შემშლელი ფაქტორი გამოყო. საპატიო თავმჯდომარემ დეტალურად განმარტა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები.
