საზოგადოება „ქართულის“ პრემია
საზოგადოება „ქართულის“ მიერ ახალგაზრდა პოეტებისთვის დაწესებული ლადო ასათიანის სახელობის პრემიის კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. პრემია ახალგაზრდა პოეტებისთვისაა განკუთვნილი და წელს იგი ავტორებს პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლექსებისთვის მიენიჭათ. გამარჯვებული მიიღებს პრემიას 3000 ლარის ოდენობით, სიგელს და ასევე ლადო ასათიანის მედალს, რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის დამზადდა. გამარჯვებულის ვინაობა ოქტომბერში გამოცხადდება
