გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა
გიორგი ამილახვარს განათლების მინისტრის პორტფელი ზუსტად წელიწადი და ექვსი თვე ებარა. დღეს მან გადაწყვიტა, რომ კერძო სექტორს დაუბრუნდეს და მინისტრის თანამდებობა დატოვოს. გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ის რჩება მმართველი პარტიის ერთგულ მხარდამჭერად, მაგრამ სურს ძველ საქმიანობას დაუბრუნდეს. ყოფილი მინისტრის ეს არჩევანი, გულდასაწყვეტი აღმოჩნდა მმართველი ძალის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის პრემიერისთვისაც, რომელიც სპეციალური პოსტით გამოეხმაურა ამ ფაქტს. რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც მოსალოდნელი იყო მათ არც მინისტრზე ჰქონდათ რამე სათქმელი და არც მის საქმიანობაზე

სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები