„ქართული ოცნების“ გზავნილები
კახეთი „ქართული ოცნების“ რეგიონული გასვლითი ღონისძიების დღევანდელი მასპინძელი იყო. მამული, ენა, სარწმუნოება - ამ სიტყვების ავტორის მშობლიურ მხარეში მთავარი აქცენტები სწორედ ამ ღირებულებებზე გაკეთდა. მმართველი პარტიის ლიდერებმა ამ საარჩევნო კამპანიაში მათი მთავარი გზავნილები მოსახლეობას დეტალურად აუხსნეს, მათი თქმით, წელს არჩევანი ასე დგას: ერთ მხარეს არის სტაბილური განვითარება და 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, მეორე მხარეს კი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკით. დღეს გაკეთდა განცხადება, რომ ქართველი ერის სურვილია მშვიდობა, ეროვნული იდენტობის დაცვა და ქრისტიანული ღირებულებების გაფრთხილება და ამ ფასეულობებით ევროპის სრულფასოვანი წევრობა. დღევანდელ გამოსვლებში დასავლური ზეწოლის შესახებაც ისაუბრეს და მაგალითად მიმდინარე კვირას პრემიერის საგანგებო და დემონსტრაციული დაპატიჟება არდაპატიჟებისთვის ფაქტი მოიყვანეს. დღევანდელი თავშეყრა მეფე ერეკლეს მოედანზე გაიმართა და არავისთვის მოულოდნელი არ იყო, რომ ამ მეფის სახელი დღეს არაერთი ლიდერის გამოსვლაში გახმიანდა
