ბიძინა ივანიშვილის გზავნილი
საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროება დღეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ საგანგებო ტრიბუნიდან ამჯერად თელავში შეკრებილ მოქალაქეებს აუხსნა. 26 ოქტომბერს უნდა მოვიშოროთ პოლიტიკური სარკომა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოჯადოებულ წრეზე ვივლით, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ამ მოჯადოებულ წრეში ნაციონალური მოძრაობის ხელისშემშლელი ფაქტორი გამოყო. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის მექანიზმი საჭირო დროს ქვეყნის ერთიანობისა და კონსტიტუციური მოწყობის გასამყარებლად. ამ თეზისებთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ განსაზღვრებაზეც უამბო, თუმცა იქვეა აღნიშნა, რომ ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი სხვა რელიგიური მიმდინარეობებისა და კონფესიების ხარჯზე არ მოხდება
