მრავალეროვნული სწავლება - ETERNITY 2024 დასრულდა
მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება - ETERNITY 2024 დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში, ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა, სადაც ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა სამხედროებმა საინჟინრო განაღმვის, მოწინააღმდეგეზე იერიშის, სამედიცინო ევაკუაციისა და სხვა ამოცანები შეასრულეს. საჩვენებელი სწავლების შემდეგ, სტუმრებმა კრწანისის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც საშტაბო კომპონენტს გაეცნენ და სწავლების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი მოისმინეს. საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2024 თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა
