საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს. სადაც აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე გამარტივებული დადგომა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების პორტალის გვერდის ავლით. არასწორი ინფორმაცია ვრცელდება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის ვადების შესახებაც. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პირები არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყენებს თანამემამულეთა პირად მონაცემს. მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს სამინისტრო ახსენებს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით, 2024 წლის 7 ოქტომბრამდე
