გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა
გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამორჩეულ იმ 14 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე ავიდა. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024 გამოაქვეყნა. კვლევა მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს ეძღვნება. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 8 ადგილით დაწინაურდა. მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულშია, თურქეთის გარდა ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება და ერთპიროვნულად ლიდერობს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორისაც. საქართველომ გამორჩეულად მაღალი შეფასებები მიიღო ისეთი მიმართულებებით როგორიცაა, „მთავრობის ეფექტიანობა“, „ბიზნეს გარემო“, „სამეწარმეო პოლიტიკა და კულტურა“, „შრომის პროდუქტიულობა“.
