წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო 2024“ იმართება
წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო 2024“ იმართება. ქალაქის მთავარი დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სხვადასხვა კულტურული,სპორტული და გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. მოწყობილია ტურისტული და საგანგებო სიტუაციების საჩვენებელი სივრცეები, ეთნო კუთხე. დასახელდებიან საპატიო მოქალაქეები და საზეიმო ვითარებაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიულოცავენ ახალმოსახლეობას. წყალტუბოს მთავარი დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდება