კინოთეატრ ამირანში ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება
კინოთეატრ ამირანში ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება. ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანია გლობალური ტურისტული კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთი სტუმარი ეწვია. ფესტივალი თბილისის მერიისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება
