ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. დღეიდან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ფედერაციას სათავეში ლევან ნოზაძე ჩაუდგება. არჩევნებში მონაწილეობა 57 დელეგატიდან 45-მა ხმის მიცემის მქონე სუბიექტმა მიიღო. ყველა მათგანმა ერთადერთ კანდიდატს მხარი დაუჭირა. ახალმა პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტები წარადგინა. პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი იქნება, ხოლო მეორე - გიორგი ათაბეგაშვილი. გენერალური მდივნის თანამდებობას კი ირინე გულიაშვილი დაიკავებს. დღესვე აირჩიეს საპატიო პრეზიდენტიც, რომელიც სლავა შერაზადიშვილი იქნება
