გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრაში 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან. შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ათასობით კურსდამთავრებულს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა ეძლევა
