„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, წინასაარჩევნოდ შეხვედრები გამართა ხულოს მუნიციპალიტეტში
„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, წინასაარჩევნოდ შეხვედრები გამართა ხულოს მუნიციპალიტეტში. თორნიკე რიჟვაძემ მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე, ,,ქართული ოცნების” ღირებულებებზე, მშვიდობის უალტერნატივობაზე, არსებულ მიღწევებსა და დასახულ გეგმებზე ისაუბრა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხულოში განხორციელებული პროექტები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას ,,ქართული ოცნების” დელეგატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ
