სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. დილიდან ხალხმრავლობა იყო მემორიალთან. პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი,სუსის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან მივიდნენ და 31 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.
