ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან, 26-ი მხარეს წარმოადგენს
ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან, 26-ი მხარეს წარმოადგენს. ამის შესახებ გივი მიქანაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიკერძოებული ორგანიზაციების ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ნაწილი კი ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევა. ბრიფინგზე გივი მიქანაძემ კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდა, „გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე არსებულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია ანგარიშებში ასახონ და მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია არ გაითვალისწინოს.
