დასავლურმა სახელმწიფოებმა უნდა შეწყვიტონ სხვა ერების შიდა პოლიტიკაში ჩარევა და მითითებების მიცემა
დასავლურმა სახელმწიფოებმა უნდა შეწყვიტონ სხვა ერების შიდა პოლიტიკაში ჩარევა და მითითებების მიცემა - გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ვრცელ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენიტეტისადმი ბაიდენის დამოკიდებულება არაგულწრფელია. ვაშინგტონი პატივს სცემს სხვა მთავრობების დამოუკიდებლობას იმდენად, რამდენადაც ისინი მოქმედებენ ვაშინგტონის სურვილის შესაბამისად",-ნათქვამია რესპონსიბლ სთეით ქრაფტის სტატიაში. სტატიაში მიმოხილულია საქართველოს პოლიტიკა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და აღნიშნულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის სუვერენიტეტი წარმატებით დაიცვა. სტატიის ავტორი 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხმიანება და ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციისა და უცხო მთავრობების ურთიერთობაზე. ავტორი ხაზს უსვამს შტატების მიერ სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევის საკითხსაც.
